საქართველოში კორონავირუსის 1972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი 

24 დეკ 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 ტესტი.

covid-19-გან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი-112, შიდა ქართლი-145, გურია-30, სამეგრელო - ზემო სვანეთი-120, კახეთი-117, მცხეთა-მთიანეთი-57, სამცხე-ჯავახეთი -32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 734, აჭარაში-647, იმერეთში-1 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში-523, აჭარაში-119, იმერეთში-226. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-195, აჭარაში-98, იმერეთში-78. 1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 608-თბილისში, 707-აჭარაში, 112-იმერეთში. 12 099 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.