პოლონეთის დელეგაცია ქობულეთშია

22 ოქტ 2016

პოლონური დელეგაცია სტუმრობს ქობულეთსაც,  ქალაქ პიეკარი შლონსკეს მერი, აჭარაში 3 დღეს დაჰყოფს.  ის  დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ კულტურას და ხელოვნებას გაეცნობა. ვიზიტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ პიეკარი შლონსკეს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს.