პარტიების დაფინანსების წესი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

23 დეკ 2020

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღეს. 

“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 84 ხმით დაამტკიცა.