ბათუმში ბარაკის ტიპის ორი სახლი დაიწვა

19 დეკ 2020

ბათუმში ბაგრატიონისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ბარაკული ტიპის ორ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.