მთიან აჭარაში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება

19 დეკ 2020

პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება აჭარის მაღალმთიანეთში.

მუნიციპალიტეტებში საახალწლო პროგრამისთვის გამოყოფილ თანხას სოციალურად დაუცველების დასახმარებლად გამოიყენებენ. საახალწლო ნაძვის ხე ყველგან 25 დეკემბერს აინთება.