თბილისის ზღვაზე ცხედარი იპოვეს

19 დეკ 2020

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.