შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 814 ფაქტი გამოავლინა

19 დეკ 2020

კოვიდ-19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით ამოქმედებული რეგულაციების დარღვევის 814 ფაქტი გამოავლინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. პოლიციამ  103 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 711 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.