ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა კლინიკური სასტუმრო დაათვალიერეს

19 დეკ 2020

პანდემიის კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეცნობა.

ჰანს კლუგე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში შეისწავლის თუ რამდენად ეფექტურად იბრძვის ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ. ვიზიტის ბოლოს კი რეკომენდაციებს გასცემს. კლუგე დღეს კლინიკური სასტუმროების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო