ახალი მთავრობის სია მეტწილად გარკვეულია

18 დეკ 2020

იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანს გოჩა ლორთქიფანიძე შეცვლის- მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ეს აღნიშნული ცვლილება განხორციელდება. ახალ მთავრობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.