გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა

18 დეკ 2020

გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. იუსტიციის მინისტრის პოსტს გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა კი უცვლელია.

სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:

1.            განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;

 

2.            გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;

 

3.            ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;

 

4.            თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;

 

5.            იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;

 

6.            ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;

 

7.            რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;

 

8.            საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;

 

9.            ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;

 

10.          შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;

 

11.          შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.