მინისტრის განმარტება

21 ოქტ 2016

ოპონენტების განცხადებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უპასუხა. ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მაღალი ხარისხის ციტრუსი ამ დროისთვის 70 თეთრი ღირს, რაც ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს. რაც შეეხება   დაპირების შესრულებას- მინისტრის განცხადებით, მათ მანდარინის ღირებულებასთან დაკავშირებით კონკრეტული დაპირება არ  გაუციათ, რადგან ფასს თავად ბაზარი არეგულირებს.