ენმ ციტრუსის დაბალ ფასზე საუბრობს

21 ოქტ 2016

ნაციონალური მოძრაობის წევრები  ციტრუსის დაბალ ფასზე საუბრობენ. ოპოზიციის მტკიცებით, “ქართული ოცნება” ფერმერებს  კილოგრამ სტანდარტულ  მანდარინში  70 თეთრს ჰპირდებოდა, თუმცა სეზონის დასაწყისში  ბაზარზე მისი ღირებულება 50-ი თეთრია. ისინი მანდარინის ექსპორტიორებს შეხვდნენ და მათგან ფასების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.  რეალიზატორების თქმით, კილოგრამი სტანდარტული მანდარინის  ფასი  ამ დროისთვის 50-დან 70 თეთრამდე მერყეობს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ  სეზონის ბოლოს  ეს ციფრი შეიცვალოს.