შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია

16 დეკ 2020

ხულოში სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მერიის ინფრომაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის  27 ათას 80 ლარი დაიხარჯა. მუზეუმი ცნობილი საზოგადო მოღვაწის  შერიფ ხიმშიაშვილის  ყოფილ სახლში ფუნქციონირებს, რომელის 1873 წელსაა აშენებული.