განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის

16 დეკ 2020

ამ დრომდე დაკავებული არ არის ქობულეთში 50 წლამდე კაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ცნობისთვის, გუშინ ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  კაცი სანადირო თოფით მოკლეს. დაშავებული ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკის დირექტორის განცხადებით, დაშავებული უკვე გარდაცვლილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.