მახინჯაურის და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ

15 დეკ 2020

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, 16:00 საათიდან 23:00 საათამდე მახინჯაურის და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.