ცალმხრივი მოძრაობა ქუჩების განსატვირთად

14 დეკ 2020

ხვალიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე  სატრანსპორტო გადაადგილება ცალმხრივი იქნება. მერიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება გამარტივდება და შემცირდება საცობების რაოდენობა. 

კონკრეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მერიის საიტზეც შეგიძლიათ ნახოთ.