ბადრი ესებუას ძმისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს

14 დეკ 2020

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. გუშინ მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.