გიორგი შერმადინი საუკეთესო მოთამაშე გახდა

13 დეკ 2020

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით “ტენერიფე იბეროსტარმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 29 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.  ტენერიფელებმაბურგოს ჰერედას” უმასპინძლეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერი თად მაკფადენია. შეხვედრა ტენერიფელთა გამარჯვებით – 84:79 დასრულდა.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. რაც შეეხება მაკფადენს, მას თამაში არ წაუვიდა. არასრულ 23 წუთში მაკფადენმა 7 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.