ქართველი სამხედროები RSM-ის გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა

13 დეკ 2020

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებმა გერმანიაში სწავლება 5 თვის განმავლობაში გაიარეს.  მათ ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს.

გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი, მათ შესაბამისი მომზადება საქართველოში გაიარეს. მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.