13 დეკ 2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიარეისების მიღებას ახალი წლის პერიოდში განაახლებს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზიარი“ პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს 18 დეკემბერს შეასრულებს.
შემდეგ რეისებს კი 25 დეკემბერსა და 8 იანვარს.