“კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა

13 დეკ 2020

ნოემბრის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების სახით  100 მილიონი ევრო გამოუყო.

კარლ ჰარცელის ინტერვიუ ევროკავშირის წარმომადგენლობამ  გაავრცელა, რომელშიც დიპლომატი აცხადებს, რომ, თანხის  2/3 გრანტია, დანარჩენი კი - მაქსიმალურად შეღავათიანი სესხი. კარლ ჰარცელის განცხადებით,  100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი უკვე ჩაერიცხა საქართველოს.