მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში

13 დეკ 2020

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კილომეტრში,  5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ-ში, დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი ჩეჩნეთი იყო.