დე ფაქტო ხელისუფლება - ჟენევის მოლაპარაკებებზე

12 დეკ 2020

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში. ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატმა.გავრცელებული  ინფორმაციით შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კავკასიის უსაფრთხოების საკითხი იყო.

მათივე თქმით  შეხვედრის დროს „სამხრეთ ოსურმა მხარემ“ საქართველოს „ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით“ მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა.