12 დეკ 2020
2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი - ეს ნივთები პოლიციამ ძებნილი ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ამ წუთებში ბიძინა ესებუა ზუგდიდის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.