მე-11 ქვეითი ბატალიონი GDRP-ის დასკვნით წვრთნას გადის

12 დეკ 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი მზადყოფნის პროგრამის დასკვნით წვრთნას ვაზიანის პოლიგონზე გადის. 

სწავლების მიზანია, ბატალიონმა ბრიგადასთან კოორდინაციით ასეულის დონის საბრძოლო სროლების დაგეგმვა, აღსრულება, კონტროლი და შეფასება შეძლოს.  პროცესი ამერიკელ პარტნიორთა მენტორობით ხორციელდება.