2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადებს

12 დეკ 2020

21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში. მათ შორის სიცოცხლის უფლების,  წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის მუხლების დარღვევაში.

უწყების განცხადებით,  2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე, სხვადასხვა წყაროში არსებული დიდი რაოდენობით მტკიცებულება შეისწავლეს, ასევე   სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.