პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე აირჩევს თავმჯდომარეს, დააკომპლექტებს სპიკერატს და კენჭს უყრის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს

11 დეკ 2020

საქართველოს პარლამენტმა პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, თანაგუნდელებმა პოსტზე არჩილ თალაკვაძე წარადგინეს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა უნდა დააკომპლექტონ სპიკერატი და კენჭი უყარონ კომიტეტების თავმჯდომარეებსაც.

პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს გიორგი ვოლსკი, ხოლო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობას კახა კუჭავა და დავით სერგეენკო დაიკავებს.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება შემდეგ კანდიდატურებთან დაკავშირებით მიიღო:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ანრი ოხანაშვილი;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი;

აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია;

ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი;