,,დინამო“ ბათუმი კვლავ მეორეა

10 დეკ 2020

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ბათუმის დინამომ ანგისის საფეხბურთო ბაზაზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და ფრედ ნულით ნული დაუზავდა. შეხვედრის 73-ე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა მისი რეალიზება ვალერიან თევდორაძემ ვერ შეძლო  და საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა.  

დინამო ბათუმი  ზედიზედ მეორედ საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა, ხოლო 2020 წლის ეროვნული ლიგის ტიტული დინამო თბილისმა მოიპოვა.   მომდევნო სეზონში გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი უეფას ახალ ტურნირზე  კონფერეს ლიგაზე იასპარეზებს.