აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

10 დეკ 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 389 პაციენტი. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23 860-ს შეადგენს.

კლინიკა დატოვა კიდევ 86-მა მოქალაქემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 49 პაციენტი.

კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 943 პაციენტი, ხოლო კოვიდსასტუმროში 1 629.

ონლაინ კლინიკით ამ ეტაპზე სარგებლობს 3 210 მოქალაქე.