7 მილიონი ევრო საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირისგან

09 დეკ 2020

საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს.

ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს მოქალაქეებს სამუშაო ადგილების მოძიებაში, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.