საქართველოს თავდაცვის ძალებმა აშშ-სგან ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა მიიღო

09 დეკ 2020

ამერიკამ საქართველოს ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა გადასცა, რომელსაც თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ - საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.

საელჩოს ინფორმაციით, 4.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.