სამართალდამცველებმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 901 ფაქტი გამოავლინეს

09 დეკ 2020

სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 901 ფაქტი გამოავლინეს. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 831 ადამიანი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.