აჭარაში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09 დეკ 2020

აჭარაში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 456 პაციენტი. კლინიკა დატოვა 118-მა პაციენტმა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 998 პაციენტი, მძიმეა 159-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 31 პირი.

აჭარის მასშტაბით კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 1 846 პირი, საკარანტინო სივრცეებშია 204.