მე-4 მექანიზებული ბრიგადის იუბილე

20 ოქტ 2016

,,ჩვენი ღირსების საქმეა, ვიყოთ თავდაცვითი მზადყოფნის ისეთ დონეზე, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას” - ეს განცხადება  ვაზიანის სამხედრო ბაზაზე  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, სადაც   მე-4 მექანიზებული ბრიგადის დაარსებიდან 25 წლის იუბილე იზეიმეს.  ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.