აჭარაში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08 დეკ 2020

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 1 015 პაციენტი, მძიმეა 158-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 51 პაციენტი.

აჭარის მასშტაბით კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 1 858 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 213 პირი.

განახლებული სტატისტიკის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.