პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავა

07 დეკ 2020

პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი  - 1978 წელს დაბადებული ადამიანი დააკავა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა გუშინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო და პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.