ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა

07 დეკ 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების  მშვიდობისმყოფელთა ასეული  ავღანეთში ჩავიდა. ისინი ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“  შტაბის ბაზაზე მისიას აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ.

მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა ოთხთვიანი  ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.