ბათუმის საკრებულოს 25 დეპუტატიდან 11 პასიურია – კვლევის შედეგები

05 დეკ 2020

ბათუმის საკრებულოს  პასიური  და მეტნაკლებად პასიური დეპუტატები - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია თუ რამდენად აქტიურები  იყვნენ მესამე კვარტალში  საკრებულოს  სხდომებსა და კომისიების მუშაობის დროს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები.

დოკუმენტის  მიხედვით  საკრებულოს თავმჯდომარის  ერთ-ერთ მოადგილეს საანგარიშო პერიოდში არც ინიციატივა ჰქონია, არც მოხსენება და არც შეკითხვით უსარგებლია ,  მხოლოდ სამი კომენტარით შემოიფარგლა , რისთვისაც მესამე კვარტალში 10 ათას 200 ლარი მიიღო ხელფასი.  ქეთი ბოლქვაძე გაეცნო დოკუმენტს, ესაუბრა კვლევის ავტორსაც და მოისმინა დეპუტატების შეფასებებიც და  დეტალებს პირდაპირ ეთერში მოგვიყვება.