შემოდგომის ერთა თასზე საქართველო ბოლო ადგილზე გავიდა

05 დეკ 2020

შემოდგომის ერთა თასზე საქართველომ ბოლო მერვე ადგილი დაიკავა.

მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში "ბორჯღალოსნები" ფიჯის ეროვნულ გუნდთან 24-38 დამარცხდნენ. მატჩი ედინბურგში "მარიფელდზე" გაიმართა.

საქართველოს ნაკრებიდან 2 ლელო საღინაძემ დადო ერთი კი მელიკიძემ. ერთი ჯარიმიდან და 3 გარდასახვიდან მოპოვებული 9 ქულა კი თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.