4 არასრულწლოვან გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

05 დეკ 2020

ოთხ სხვადასხვა დანაშაულში ედება ბრალი შესაბამისად ამდენივე მუხლით წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილისა და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს.  ამ დანაშაულების დამტკიცების შემთხვევაში კაცს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ივნისიდან სექტემბრამდე გ.გ.-მ სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვან გოგოსთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.გ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის არასრულწლოვან შვილზე.