პროდუქტზე ფასებმა იმატა

05 დეკ 2020

მზესუმზირის ზეთი, ბურღულეული, შაქარი და რძის პროდუქტები. მომხმარებლები ამბობენ, რომ ფასების მატება ამ პროდუქტებზე შეინიშნება. მაგალითად განსაკუთრებით ზეთის ფასის მატებას უსვამენ ხაზს  მაღაზიების კონსულტანტები. 

FAO-ს ფასების ინდექსის მიხედვით, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ნოემბერში, საგრძნობლად გაიზარდა და 105  ქულაა. 

ნოემბრის თვის ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ითაა მომატებული, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით - 6.5%-ით. ნოემბერში, მცენარეულის ზეთზე ფასებმა, რეკორდულად, 14.5%-ით მოიმატა. ფასების ზრდის მიზეზად, მსოფლიოში პალმის ზეთის შემცირებული მარაგები სახელდება.