როდის შედგება მესამე რაუნდი უცნობია

05 დეკ 2020

ელჩებთან აუდიენციის შემდეგ ისევ უცნობია როდის გაიმართება ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის გადამწყვეტი შეხვედ​რა.

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ  დიპლომატებს  წერილობითი ფორმით გადასცეს  ყველა პარტიის შეჯერებული პოზიცია მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ახლა კი იმედი აქვთ, რომ მმართველი გუნდი ასევე წერილობით ფორმით უპასუხებს მათ და აიღებს სახელისუფლებო პარტია პასუხისმგებლობას კრიზისის დაძლევასთან  დაკავშირებით.