მდინარაძე - მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ჯანდაცვის სისტემაზე შეტევა გაუმართლებელია

04 დეკ 2020

მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი – ამის შესახებ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა.