03 დეკ 2020
დღეს აჭარის მთავრობის სახლთან ფერადი ბუშტების მიტანას და ბოძზე დამაგრებას დაპირისპირება და ხმაური არ მოჰყოლია. აქცია პერფორმანსი ლელოს წევრებმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად გამართეს. გარდა ამისა, ორგანიზატორები დღეს სხვადასხვა აქტივობას გამართავს. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო ტალღა ერთი თვის წინ დაიწყო. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს და უსკოს ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას თითქმის ერთი თვეა ითხოვენ.