მთავრობის სხდომა

03 დეკ 2020

კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ვაქცინაცია, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე  შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე იზრუნებს.გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველომ  გარკვეული თანხა უკვე  გადაიხადა ქვეყანაში ვაქცინის დროულად შემოსატანად. პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ბიუჯეტის პროექტის განხილვაზეც, რაშიც როგორც ამბობს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომლებსაც ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადა.