ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

03 დეკ 2020

რამდენიმე საათში გახდება ცნობილი როდის შეიკრიბება მეათე მოწვევის პარლამენტი. ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა  საარჩევნო ადმინისტრაციაში  17:00 საათისთვის დაინიშნა. მას შემდეგ რაც შედეგები გამოცხადდება, პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს.  უკვე ცნობილია, რომ ცესკოსთან სხდომის პარალელურად გაიმართება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და  მათი მხარდამჭერების აქცია.