ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა

02 დეკ 2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება. დღეს პროექტი თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.

სოციალურ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის აშენდა უკვე 3 სოციალური სახლი, სადაც 73 ოჯახი ცხოვრობს.