ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

02 დეკ 2020

ნატოს მინისტერიალზე დღეს დისტანციურად მოუსმენენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. დავით ზალკალიანი კონფერენციაში მონაწილეობას პოლონელ კოლეგასთან ერთად მიიღებს. ვარშავაში მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ: საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს, შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში საქართველო- ნატოს თანამშრომლობას. მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ მივიღებთ ნატო საქართველოს განახლებულ პაკეტს.