ნინოშვილის ქუჩას წყალმომარაგება 15:00 საათამდე შეუწყდა 

02 დეკ 2020

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ნინოშვილის ქუჩას.

''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„ბათუმის წყალი“ მოსახლოებას დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.