რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი

01 დეკ 2020

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწესებული  რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე  79 მოქალაქე დააჯარიმეს,   რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს, 905 ადამიანს კი ჯარიმა  პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის გამოეწერათ.  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.